აკრძალულია დაპატიმრება ბუნებრივი განათების გარეშე არსებულ შენობებში, აგრეთვე ყოველგვარი სისასტიკის ნებისმიერი ფორმა.
ინტერნირებულებს, რომლებმაც მოიხადეს დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი სასჯელი, არ უნდა მოეპყრან სხვა ინტერნირებულებისაგან განსხვავებულად.
ინტერნირებულის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო ჩაითვლება ნებისმიერი დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი სასჯელის ვადაში, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას.
ინტერნირებულთა კომიტეტებს უნდა ეცნობოთ მათ მიერ წარმოდგენილი ინტერნირებულების მიმართ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმე და მათი შედეგებ