სახელმწიფოები, რომელთა ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, უზრუნველყოფენ ყველა გონივრულ შესაძლებლობას ინტერნირებულთათვის განკუთვნილი ან მათ მიერ გაგზავნილი ანდერძების, მინდობილობების, უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილების ან სხვა დოკუმენტების გადაცემისათვის, მფარველი სახელმწიფოს, 140-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს ან სხვა შესაბამისი საშუალების მეშვეობით.

ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოები, რომელთა ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ხელს შეუწყობენ ამგვარი დოკუმენტების ინტერნირებულთა სახელით სათანადო სამართლებრივი ფორმით შედგენასა და დამოწმებას, კერძოდ, მათ იურისტთან კონსულტაციის ნებას დართავენ.