ზემოაღნიშნული სპეციალური შეთანხმებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ინტერნირებულთა კომიტეტების უფლებას მიიღონ კოლექტიური დახმარების ტვირთები, რომლებიც განკუთვნილია ინტერნირებულთათვის, უზრუნველყონ მათი განაწილება და განკარგონ ისინი მიმღებთა ინტერესების შესაბამისად.
ასევე ასეთი შეთანხმებები არ უნდა ზღუდავდეს მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენელთა უფლებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოლექტიური ტვირთების გადაგზავნაზე, ზედამხედველობა გაუწიონ მათი განაწილების პროცესს მიმღებთა შორი