მუხლი 105🔗
დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერნირებისთანავე, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, აცნობებს მათ, აგრეთვე იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან და მათ მფარველ სახელმწიფოს, წინამდებარე თავის დებულებათა შესრულებისათვის მიღებული ღონისძიებების შესახებ. იგი ასევე აცნობებს დაინტერესებულ მხარეებს ამ ღონისძიებებში შემდგომში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახე