წინამდებარე კონვენციის ტექსტი და ამ კონვენციის საფუძველზე დადებული სპეციალური შეთანხმებების ტექსტები უნდა გამოიკრას ინტერნირების ადგილებში ინტერნირებულთათვის გასაგებ ენაზე ან უნდა იყოს ინტერნირებულთა კომიტეტის საკუთრებაში.

ყველა ტიპის წესები, ბრძანებები, განცხადებები და შეტყობინებები უნდა ეცნობოს ინტერნირებულებს და გამოიკრას ინტერნირების ადგილებში მათთვის გასაგებ ენაზე.

ინტერნირებულებისათვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყოველი ბრძანება ან განკარგულება უნდა მიეწოდოთ მათთვის გასაგებ ენაზ