მათ აგრეთვე უფლება აქვთ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ინტერნირებულთა კომიტეტის მეშვეობით ან, თუ საჭიროდ მიიჩნევენ, უშუალოდ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მიმართონ და აცნობონ მათ ინტერნირების პირობებთან დაკავშირებით არსებული საჩივრები.

ასეთი შუამდგომლობები და საჩივრები დაუყოვნებლივ და ყოველგვარი ცვლილების გარეშე უნდა გადაიცეს და თუ ისინი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, არ უნდა გამოიწვიოს რაიმე სახის სასჯელი.

ინტერნირებულთა კომიტეტებს შეუძლიათ პერიოდულად გაუგზავნონ მოხსენებები მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ინტერნირების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და ინტერნირებულთა საჭიროებების შესახე