გარდა ამისა, ინტერნირებულებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება იმ სახელმწიფოსაგან, რომლის მოქალაქეებიც არიან, მფარველი სახელმწიფოსაგან, დამხმარე ორგანიზაციებისაგან ან თავიანთი ოჯახებისაგან, აგრეთვე შემოსავალი თავიანთი ქონებიდან იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან. დახმარების ოდენობა, რომელსაც აწესებს სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ინტერნირებულები არიან, ერთნაირი უნდა იყოს ინტერნირებულთა თითოეული კატეგორიისათვის (ავადმყოფების, ინვალიდებისა და ორსული ქალებისათვის). ამ დახმარების განსაზღვრა ან მისი განაწილება არ უნდა ეფუძნებოდეს დისკრიმინაციას, რომელიც აკრძალულია წინამდებარე კონვენციის 27-ე მუხლით.
სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, თითოეული ინტერნირებულისათვის გახსნის პირად ანგარიშს, რომელზეც გადაეცემა წინამდებარე მუხლში მითითებული დახმარებები, მიღებული ხელფასი და მის სახელზე გადმოგზავნილი თანხები, აგრეთვე ის თანხები, რომლებიც მას ჩამოერთვა და რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია იმ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ინტერნირებულებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაუგზავნონ ფულადი თანხები თავიანთ ოჯახებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს. მათ შეუძლიათ თავიანთი ანგარიშიდან გამოიტანონ პირადი ხარჯებისათვის საჭირო თანხები იმ ფარგლებში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან. ინტერნირებულებს ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიანთი ანგარიშების მდგომარეობას და მიიღონ ამონაწერები. მფარველ სახელმწიფოს, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიეწოდოს ანგარიშების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ინტერნირებულის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში მისი პირადი ანგარიში მას თან უნდა გადაჰყვეს.
ხელმძღვანელობა და დისციპლი