ინტერნირებულებს უნდა მიეცეთ ყველა შესაძლო საშუალება სწავლის გასაგრძელებლად ან ახალი საგნების დასაუფლებლად. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვებისა და მოზარდების განათლება; მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ სკოლებს როგორც ინტერნირების ადგილებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ინტერნირებულებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ფიზიკური ვარჯიშისათვის, სპორტისა და სუფთა ჰაერზე თამაშებისათვის. ამ მიზნით ინტერნირების ყველა ადგილზე უნდა გამოიყოს საკმარისი ღია სივრცე. ბავშვებისა და მოზარდებისათვის უნდა გამოიყოს სპეციალური სათამაშო მოედნებ