გარდა ამისა, ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მათ განკარგულებაში არსებული დამატებითი პროდუქტებისაგან თავად მოამზადონ საკვები.

ინტერნირებულებს უნდა მიეწოდოთ საკმარისი რაოდენობით სასმელი წყალი. თამბაქოს მოხმარება ნებადართული უნდა იყოს.

დასაქმებულ ინტერნირებულებს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, უნდა მიეცეთ დამატებითი საკვები.

ორსულმა და მშობიარე ქალებმა, აგრეთვე თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვებმა, უნდა მიიღონ დამატებითი საკვები მათი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესაბამისა