სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, მფარველი სახელმწიფოს შუამავლობით მოწინააღმდეგე მხარეებს აცნობებს ინტერნირების ადგილების გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ყველა საჭირო მონაცემს.

როდესაც სამხედრო მოსაზრებები ამის საშუალებას იძლევა, ინტერნირების ბანაკები აღინიშნება ასოებით „IC“ ისე, რომ დღისით ჰაერიდან ნათლად იყოს ხილული. თუმცა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ აღნიშვნის სხვა წესზეც. ინტერნირების ბანაკის გარდა, სხვა არცერთი ობიექტი ამგვარად არ უნდა იყოს აღნიშნულ