გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრების ან ინტერნირების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დადგენილი რეგულარული პროცედურის საფუძველზე. ეს პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს დაინტერესებული პირების მიერ აპელაციის უფლებას. აპელაციები უნდა გადაწყდეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში. თუ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, იგი უნდა დაექვემდებაროს პერიოდულ გადასინჯვას, შეძლებისდაგვარად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მაინც, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრების შედეგად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები, სარგებლობენ წინამდებარე კონვენციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა უპირატესობით.
ნაწილი IV
ინტერნირებულებთან მოპყრობის წესები
ზოგადი დებულებე