ყოველი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან თავისუფლების აღკვეთას ორი ან მეტი წლის ვადით, დასაბუთების მითითებით, უმოკლეს ვადაში ეცნობება მფარველ სახელმწიფოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას 71-ე მუხლის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების შესახებ და, თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, ცნობას სასჯელის მოხდის ადგილის შესახებ. სხვა განაჩენები, გარდა ზემოაღნიშნულისა, ინახება სასამართლოში და გადასინჯვისათვის წარედგინება მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, როდესაც განაჩენი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან თავისუფლების აღკვეთას ორი ან მეტი წლის ვადით, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა არ იწყება მანამ, სანამ მფარველი სახელმწიფო არ მიიღებს შეტყობინებას განაჩენის შესახე