ყოველ მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სასამართლოს მიერ გამოყენებული გასაჩივრების საშუალებებით. იგი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული გასაჩივრების ან შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის, აგრეთვე გასაჩივრების ვადების შესახებ.
წინამდებარე ნაწილში გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო წესები, რამდენადაც შესაძლებელია, ვრცელდება აგრეთვე გასაჩივრაებზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ გამოყენებულ კანანონებში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების უფლება, მსჯავრდებულს შეუძლია განაჩენი გაასაჩივროს ოკუპანტი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების წინაშე.