ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაპატიმრება, დევნა ან გასამართლება იმ ქმედებების ან გამოთქმული მოსაზრებებისათვის, რომლებიც ჩადენილი ან გამოთქმული იყო ოკუპაციამდე ან ოკუპაციის დროებითი შეწყვეტის პერიოდში, გარდა ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის შემთხვევებისა.
ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კონფლიქტის დაწყებამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავშესაფარს ეძებდა, შეიძლება დაპატიმრებული, სასამართლოსთვის გადაცემული, გასამართლებული ან დეპორტირებული იქნეს მხოლოდ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის ან მანამდე ჩადენილი ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის, რომლებიც ოკუპირებული სახელმწიფოს კანონმდებლობით მშვიდობიან დროსაც ექსტრადიციას დაექვემდებარებოდა.