ოკუპირებული ტერიტორიების სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალაში რჩება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოს უშიშროებას ან ხელს უშლის წინამდებარე კონვენციის შესრულებას. ასეთ დროს ოკუპანტი სახელმწიფო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეაჩეროს ამ კანონმდებლობის მოქმედება, თუ იგი ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიის სასამართლოები აგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სამართალდარღვევის მიმართ.

თუმცა, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა დაუქვემდებაროს ისეთ კანონებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მისი ვალდებულებების შესასრულებლად, ტერიტორიაზე წესრიგის შესანარჩუნებლად და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარების ან ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობისა და ქონების, აგრეთვე მათ მიერ გამოყენებული ობიექტებისა და საკომუნიკაციო ხაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.