ამგვარი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფოების ან მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მოიცავს სურსათის, სანიტარიული საშუალებებისა და ტანსაცმლის შემცველი გზავნილების გაგზავნას.

ყოველმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ასეთი გზავნილების თავისუფლად გატარება და მათი დაცვა.

სახელმწიფოს, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ გზავნილებს თავისუფლად ატარებს, უფლება აქვს შეამოწმოს ისინი, დაარეგულიროს მათი გადაზიდვა დადგენილი ვადებისა და მარშრუტების შესაბამისად და მფარველი სახელმწიფოს შუამავლობით დარწმუნდეს, რომ აღნიშნული გზავნილები გამოიყენება მხოლოდ გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და არა ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლო