მუხლი 66. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები
საბიუჯეტო კოდექსის 66-ე მუხლი
თავი X — ზოგადი ნორმები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები 1. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივიმუნიციპალიტეტებისთვის თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები. 2. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-141(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
…გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება. ამასთან, ამავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს საკუთარ შემოსულობებსა და არასაკუთარ შემოსულობებს. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 41— ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“
მუხლი 25— “კვების მრეწვეელობის ზოგირეთი ტიპის საწარმოს მოწყობის აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №304/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, მუხლი 66, №2440, 18.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.05.001.003.829 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91006/muxli-66/