1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისთვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 67-ე და 69-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი XI.მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018