თავი X — ზოგადი ნორმები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის
1. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.
4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთეულტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა 1. თითოეულ ადგმუნილობრცივ თვითმმპართველიტერთეულტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი. 2. ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთეულტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმუნიციპართველიტერთეულტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან. 3. ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით განსაზღთვრალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და ექსაკლუზიუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით. 4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-685-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2025
…ბიუჯეტი მართალია დამოუკიდებელია სახელმწიფო ბიუჯეტისაგან (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისგან. საბიუჯეტო კოდექსის 65.2 მუხლი) და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია ( საქართველოს კონსტიტუციის 75.1 მუხლი), თუმცა…
…გაანგარიშებით (0,10 ლარი 1 მ2-ზე) დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებელი 5 ლარია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მას არ გადაუხდია 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდის (სულ 51 თვე) დასუფთავების მოსაკრებელი, მისი ოდენობა 255 ლარია. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით…