A. – (1) პატენტმფლობელის მიერ კავშირის რომრლიმე ქვეყანაში დამზადებული ნაწარმის იმპორტი ქვეყანაში, სადაც  გაცემულია  პატენტი,  არ იწვევს  პატენტზე  უფლების  დაკარგვას.

(2) კავშირის თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს მიიღოს საკანონმდებლო ზომები,   რომლებიც   ითვალისწინებს   იძულებითი   ლიცენზიების   გაცემას პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებებით ბოროტად სარგებლობის აღსაკვეთად, მაგალითად, პატენტის  გამოუყენებლობის  შემთხვევაში.

(3)  დაუშვებელია  პატენტზე   უფლებების   დაკარგვის   გათვალისწინება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი  ლიცენზიის  გაცემა  არ  არის საკმარისი ხსენებული განსაკუთრებული უფლებით ბოროტად სარგებლობის აღსაკვეთად. არ შეიძლება პატენტზე უფლებების დაკარგვასთან ან მის გაუქმებასთან დაკავშირებით არანაირი პროცედურების დაწყება  პირველი იძულებითი  ლიცენზიის  გაცემიდან  ორი  წლის  ამოწურვამდე.

(4) არ შეიძლება პატენტის გამოუყენებლობის ან არასაკმარისი გამოყენების საფუძველზე მოთხოვნილ იქნეს იძულებითი ლიცენზიის  გაცემა  პატენტზე განაცხადის შეტანის თარიღიდან ოთხწლიანი, ან პატენტის გაცემის თარიღიდან სამწლიანი ვადის ამოწურვამდე იმის მიხედვით, რომელი ვადაც უფრო გვიან ამოიწურება; იძულებითი ლიცენზია არ გაიცემა, თუ პატენტმფლობელი მის უმოქმედობას     დასაბუთებული     მიზეზებით     გაამართლებს.  ასეთი     იძულებითი ლიცენზია   არაგანსაკუთრებულია   და   მისი    გადაცემა    დაუშვებელია სუბლიცენზიის  სახით  მისი  გაცემის  შემთვხევაშიც  კი,  გარდა  შემთხვევისა, როდესაც  მასთან  ერთად გადაეცემა  იმ  საწარმოს  ნაწილი  ან   გუდვილი, რომელიც  იყენებს  ასეთ  ლიცენზიას.

(5) ზემოაღნიშნული დებულებები გამოიყენება mutatis mutandis სასარგებლო მოდელებისთვის.

B. - სამრეწველო დიზაინების დაცვა არ შეიძლება რაიმე გარემოებათა გამო დაექვემდებაროს შეწყვეტას მისი გამოუყენებლობის ან იმ ნაწარმის იმპორტის საფუძველზე, რომელიც  დაცულ  ნიმუშს  შეესაბამება.

C. – (1) თუ რეგისტრირებული ნიშნის გამოყენება რომელიმე ქვეყანაში სავალდებულოა, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ და მხოლოდ მაშინ, თუ დაინტერესებული პირი ვერ გაამართლებს თავის უმოქმედობას.

(2) მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის  ისეთ  განსხვავებულ ელემენტებიანი სახით გამოყენება, რომელიც არ ცვლის ნიშნის იმ სახის განმასხვავებლობას, რა სახითაც იგი რეგისტრირებული იყო კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, არ იწვევს რეგისტრაციის ძალის  დაკარგვას  და  არ  ამცირებს ნიშნისათვის   მინიჭებულ   დაცვას.

(3) ერთიდაიგივე ნიშნის ერთდროული გამოყენება იდენტურ ან მსგავს საქონელზე სამრეწველო ან კომერციული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც იმ ქვეყნის შიდა კანონის დებულებების თანახმად,  სადაც  მოთხოვნილია  დაცვა, ნიშნის თანამფლობელებად  ითვლებიან, ხელს  არ  უშლის  ნიშნის  რეგისტრაციას და არანაირად  არ  ამცირებს  აღნიშნული  ნიშნისათვის  მინიჭებულ  დაცვას კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, თუ ასეთ გამოყენებას არ შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება  და  არ  ეწინააღმდეგება  საზოგადოების  ინტერესებს.

D. – დაცვის უფლების  აღიარებისათვის  საჭირო  პირობის  სახით საქონელზე არანაირი აღნიშვნის ან მითითების გაკეთება პატენტის, სასარგებლო მოდელის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან სამრეწველო  დიზაინის დეპონირების  შესახებ  არ  მოითხოვებ