(1) ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული პატენტის გაცემას (ხელშეკრულება რეგიონულ პატენტებზე) და აძლევს უფლებას ყველა იმ პირს, ვისაც მე-9 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი, წარადგინონ განაცხადი ასეთ პატენტებზე, შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ საერთაშორისო განაცხადები, სადაც აღნიშნულია ან არჩეულია ის სახელმწიფო, რომელიც ორივე ხელშეკრულების მხარეა - რეგიონულ პატენტებზე ხელშეკრულებისაც და ამ ხელშეკრულებისაც - შეიძლება წარდგენილი იყოს, როგორც განაცხადები ასეთ პატენტებზე.
(2) აღნიშნული ან არჩეული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ასეთი სახელმწიფოს ნებისმიერ აღნიშვნას ან არჩევას საერთაშორისო განაცხადში უნდა ჰქონდეს შედეგი, რომელიც მიუთითებს რეგიონული პატენტის მიღების სურვილზე რეგიონულ პატენტზე ხელშეკრულების მიხედვი