(1) (a) თუ რომელიმე მხარე სახელმწიფოს არჩევა განხორციელდა პრიორიტეტის თარიღიდან 19 თვის ამოწურვამდე, ამ სახელმწიფოს მიმართ არ გამოიყენება 22-ე მუხლის პირობები და განმცხადებელი პრიორიტეტის თარიღიდან არა უგვიანეს 30 თვისა, ყოველ აღნიშნულ უწყებას წარუდგენს საერთაშორისო განაცხადის ასლსა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაგზავნა უკვე განხორციელებულია მე-20 მუხლის თანახმად) და მის თარგმანს (როგორც დადგენილია) და უხდის ეროვნულ საფასურს (თუ ეს გათვალისწინებულია).

(b) ნებისმიერი ეროვნული კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ქვეპუნქტით (a) გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ვადები, რომლებიც იწურება უფრო გვიან, ვიდრე ამ ქვეპუნქტითაა დადგენილი.

(2) 11(3) მუხლით გათვალისწინებული მოქმედება არჩეულ სახელმწიფოში უნდა შეჩერდეს იმავე შედეგებით, როგორიც აქვს ნებისმიერი ეროვნული განაცხადის გატანას ამ სახელმწიფოში, თუ განმცხადებელი არ შეასრულებს (1) პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას ვადაში, რომელიც შეესაბამება (1)(a) ან (b) პუნქტს.

(3) ნებისმიერ არჩეულ უწყებას შეუძლია შეუნარჩუნოს 11(3) მუხლს მოქმედების ძალა, მაშინაც კი, თუ განმცხადებელი არ აკმაყოფილებს (1)(a) და (b) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებ