დასკვნის გაგზავნა, თარგმნა და დაგზავნა

(1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა დაწესებულ დანართებთან ერთად უნდა გაეგზავნოს განმცხადებელს და საერთაშორისო ბიუროს.

(2) (a) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა და მისი დანართები უნდა გადაითარგმნოს დადგენილ ენაზე.

(b) აღნიშნული დასკვნის ნებისმიერი თარგმანი მზადდება საერთაშორისო ბიუროს მიერ ან მისი პასუხისმგებლობით, ხოლო აღნიშნული დანართების ნებისმიერი თარგმანი მზადდება განმცხადებლის მიერ.

(3) (a) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა მის თარგმანთან (როგორც დადგენილია) და დანართებთან (დედნის ენაზე) ერთად უნდა დაეგზავნოს საერთაშორისო ბიუროს ყოველ არჩეულ უწყებას.

(b) დანართების დაწესებული თარგმანი განმცხადებლის მიერ დადგენილ დროში უნდა გაეგზავნოს აღნიშნულ უწყებას.

(4) მუხლი 20(3) დებულებები გამოიყენება როგორც Mutatis mutandis, ნებისმიერი საბუთის ასლის მიმართ, რომლებიც მითითებული იყო საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნაში, ხოლო საერთაშორისო ძიების ანგარიშში არ იყო მითითებულ