(1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა შედგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით.
(2) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა შეიცავდეს რაიმე მტკიცებას განცხადებული გამოგონების პატენტუნარიანობისა თუ სავარაუდოდ პატენტუნარიანობის ან არაპატენტუნარიანობის შესახებ რომელიმე ეროვნული კანონმდებლობის თანახმად. მე-3 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, დასკვნიდან უნდა გამომდინარეობდეს მტკიცება, ყოველ წარმოდგენილ მუხლთან დაკავშირებით, აკმაყოფილებს თუ არა ფორმულა სიახლის, საგამომგონებლო დონის (არაცხადი) და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს, როგორც განსაზღვრულია 33(1)_(4) მუხლით, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის. მტკიცებას თან უნდა ერთვოდეს მითითება იმ საბუთებზე, რომლებსაც ეყრდნობა გამოტანილი დასკვნა ისეთი განმარტებებით, როგორსაც ამას საქმის გარემოება მოითხოვს. მტკიცებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა შენიშვნებიც.
(3) (a) თუ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის შედგენამდე საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ორგანო მიიჩნევს, რომ 34(4)(a) მუხლით მითითებული რომელიმე გარემოება არსებობს, მაშინ დასკვნაში უნდა აისახოს ასეთი მოსაზრებაც და მისი მიზეზებიც. მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი არ უნდა შეიცავდეს რაიმე მტკიცებას,(b) თუ აღმოჩნდა, რომ 34(4)(b) მუხლში მითითებულ გარემოებას აქვს ადგილი, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს (a) ქვეპუნქტში მითითებულ მტკიცებას ფორმულის განსახილველ მუხლებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სხვა მუხლებთან დაკავშირებით უნდა შეიცავდეს მტკიცებას მე-2 პუნქტის შესაბამისა