ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო

(1) საერთაშორისო წინასწარ ექსპერტიზას ატარებს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო.

(2) 31(2)(a) მუხლში მოცემული მოთხოვნების შემთხვევაში, მიმღები უწყება, ხოლო 31(2)(b) მუხლში მოცემული მოთხოვნების შემთხვევაში, ასამბლეა, დაინტერესებული საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს ან ორგანოებისა და საერთაშორისო ბიუროს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ასახელებენ ორგანოს ან ორგანოებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ წინასწარი ექსპერტიზა.

(3) 16(3) მუხლის პირობები გამოყენებული უნდა იქნეს როგორც Mutatis mutandis*, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოების მიმარ