და ნახაზების ცვლილება აღნიშნულ უწყებებში

(1) განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა, დადგენილ ვადებში შეიტანოს ცვლილება ფორმულაში, აღწერილობასა და ნახაზებში და წარუდგინოს თითოეულ აღნიშნულ უწყებას. არც ერთი აღნიშნული უწყება არ გასცემს პატენტს, ან უარს არ ამბობს პატენტის გაცემაზე, სანამ ასეთი დადგენილი ვადა არ ამოიწურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებლის თანხმობა მკაფიოდაა გამოხატული.

(2) ცვლილებები არ უნდა სცილდებოდეს საერთაშორისო განაცხადში წარმოჩენილ ფარგლებს, თუ აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა განმცხადებელს ნებას არ აძლევს გასცდეს აღნიშნულ წარმოჩენილ ფარგლებს.

(3) ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას ყველა იმ შემთხვევაშიც, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით.

(4) როდესაც აღნიშნული უწყება ითხოვს საერთაშორისო განაცხადის თარგმანს, ცვლილებები უნდა წარედგენოს თარგმანის ენაზ