(1) განმცხადებელი, პრიორიტეტის თარიღიდან არა უგვიანეს 30* თვისა, ყოველ აღნიშნულ უწყებას წარუდგენს საერთაშორისო განაცხადის ასლსა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაგზავნა უკვე განხორციელებულია მე-20 მუხლის თანახმად) და მის თარგმანს (როგორც დადგენილია) და უხდის ეროვნულ საფასურს (თუ ეს გათვალისწინებულია). როდესაც აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონი მოითხოვს გამომგონებლის სახელისა და გამომგონებლის შესახებ სხვა დადგენილი მონაცემების მითითებას, მაგრამ უშვებს აღნიშნული მითითებების წარმოდგენას ეროვნული განაცხადის წარდგენის შემდეგ, განმცხადებელი წარადგენს აღნიშნულ მითითებებს, თუ ისინი

* რედაქტორის შენიშვნა: 2002 წლის 1 აპრილიდან ძალაში შესული 30 თვიანი ვადა არ გამოიყენება იმ ნებისმიერი აღნიშნული უწყების მიმართ, რომელმაც აცნობა საერთაშორისო ბიუროს ამ უწყების მიერ გამოყენებულ ეროვნულ კანონთან შეუთავსებლობის შესახებ. 20 თვიანი ვადა, რომელიც ძალაში იყო 2002 წლის 31 მარტამდე, ამ თარიღის შემდეგაც გამოიყენება ნებისმიერი ასეთი მითითებული უწყების მიმართ მანამ, ვიდრე შეცვლილი მუხლი 22(1) იქნება შეუთავსებელი შესაბამისი ეროვნული კანონის მიმართ. შეტყობინებები ნებისმიერი ასეთი შეუთავსებლობისა და ასეთი შეტყობინებების გატანის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში. არ იყო განცხადებაში, ეროვნულ უწყებაში ან ამ სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებაში, პრიორიტეტის თარიღიდან არა უგვიანეს 30 თვისა.

(2) როდესაც საერთაშორისო საძიებო ორგანო, 17(2)(a) მუხლის თანახმად, განაცხადებს, რომ საერთაშორისო ძიების ანგარიში არ იქნება მომზადებული, ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ვადა ისეთივეა, როგორიც დადგენილია (1) პუნქტით.

(3) ნებისმიერი ეროვნული კანონით შეიძლება დაწესდეს (1) და (2) პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ვადები, რომლებიც იწურება უფრო გვიან, ვიდრე ამ პუნქტებითაა დადგენილ