(1) არც ერთ ეროვნულ კანონმდებლობას არ შეუძლია დააწესოს ისეთი მოთხოვნების შესრულება საერთაშორისო განაცხადის ფორმის ან შინაარსის მიმართ, რომლებიც განსხვავდება, ან დამატებითია, ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შედარებით.

(2) პუნქტის (1) მოთხოვნები არ ახდენს გავლენას არც 7(2) მუხლის პირობების გამოყენებაზე და არც უკრძალავს რომელიმე ეროვნულ კანონმდებლობას, რომ აღნიშნულ უწყებაში საერთაშორისო განაცხადის განხილვის დაწყების შემთხვევაში, მოითხოვოს:

(i) თანამდებობის პირის სახელი, რომელიც უფლებამოსილია იყოს წარმომადგენელი განმცხადებლისა, რომელიც არის იურიდიული პირი.

(ii) ის დოკუმენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ საერთაშორისო განაცხადის ნაწილს, მაგრამ შეიცავენ ამ განაცხადში მოყვანილი მტკიცებულებების ან მონაცემების დადასტურებას, მათ შორის საერთაშორისო განაცხადის დადასტურებას განმცხადებლის ხელმოწერით, თუკი წარდგენისას განაცხადი ხელმოწერილი იყო წარმომადგენლის ან აგენტის მიერ.

(3) თუ განმცხადებელი რომელიმე აღნიშნულ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი არ არის წარადგინოს ეროვნული განაცხადი, რაკი არ არის გამომგონებელი, აღნიშნულ უწყებას შეუძლია საერთაშორისო განაცხადის უარყოფა.

(4) თუ ეროვნული კანონმდებლობა შეიცავს მოთხოვნებს ეროვნული განაცხადების ფორმასა და შინაარსზე, რომლებიც, განმცხადებლის აზრით, უფრო ხელსაყრელია, ვიდრე საერთაშორისო განაცხადებისადმი ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, ეროვნულ უწყებას, სასამართლოებსა და ასეთი აღნიშნული ქვეყნის ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს ან ორგანოებს, რომლებიც მოქმედებენ მისი სახელით, შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისო განაცხადებისადმი პირველი მოთხოვნები უკანასკნელთა ნაცვლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებელი დაჟინებით მოითხოვს მისი საერთაშორისო განაცხადისადმი ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენებას.

(5) არაფერი წინამდებარე ხელშეკრულებაში გაგებული არ უნდა იყოს, როგორც თითოეული ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოს უფლების შეზღუდვა დაამყაროს პატენტუნარიანობის მატერიალურ-სამართლებრივი პირობები საკუთარი შეხედულებისამებრ. კერძოდ, წინამდებარე ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის ნებისმიერი დებულება, რომელიც ეხება ტექნიკის დონის განსაზღვრას, გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო პროცედურის მიზნებისათვის, და აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, საერთაშორისო განაცხადში განცხადებული გამოგონების პატენტუნარიანობის განსაზღვრისას, უფლება აქვს გამოიყენოს თავისი ნაციონალური კანონმდებლობის კრიტერიუმები ტექნიკის დონის და პატენტუნარიანობის სხვა პირობების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნება განაცხადებისადმი ფორმასა და შინაარსზე წარდგენილ მოთხოვნებს.

(6) ეროვნული კანონმდებლობა შეიძლება შეიცავდეს მოთხოვნას განმცხადებლის მიერ ამ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პატენტუნარიანობის ნებისმიერი მატერიალურ-სამართლებრივი პირობების მიმართ მტკიცებულებების წარდგენაზე.

(7) ნებისმიერ მიმღებ უწყებას ან აღნიშნულ უწყებას, რომელშიც უკვე დაიწყო საერთაშორისო განაცხადის განხილვა, შეუძლია გამოიყენოს ეროვნული კანონმდებლობა განმცხადებლის მიერ იმ აგენტის დანიშვნის თაობაზე, რომელსაც უფლება აქვს წარმოადგინოს განმცხადებლები ამ უწყების წინაშე, და/ან შეტყობინებების მიღების მიზნით აღნიშნულ ქვეყანაში მოითხოვოს განმცხადებლის მისამართი.

(8) წინამდებარე ხელშეკრულებასა და ინსტრუქციაში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ხელშეკრულების ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვად ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების საკითხში ან, გამომდინარე სახელმწიფოს ძირითადი ეკონომიკური ინტერესებიდან, შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეების ან ამ ქვეყანაში მცხოვრებ პირთა უფლებები საერთაშორისო განაცხადის წარდგენის თვალსაზრისი