(1) აღნიშნულ სახელმწიფოში განმცხადებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო გამოქვეყნების შედეგები, (2)-(4) პუნქტების გათვალისწინებით, უნდა იყოს ისეთივე, როგორიც აქვს აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით უშუალოდ ექსპერტიზაგაუვლელი ეროვნული განაცხადების სავალდებულო გამოქვეყნებას.

(2) თუ ენა, რომელზეც საერთაშორისო განაცხადი გამოქვეყნდა, განსხვავდება იმ ენისაგან, რომელზეც აღნიშნულ სახელმწიფოში ისინი ქვეყნდება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მაშინ აღნიშნულმა ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ (1) პუნქტით განსაზღვრული შედგები დადგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც:

(i) გამოქვეყნდება თარგმანი ეროვნული კანონით გათვალისწინებულ ენაზე, ან

(ii) საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება თარგმანი ზემოთ აღნიშნულ ენაზე, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საზოგადოების წინაშე ღიად გამოტანის გზით, ან

(iii) იქნება მიწოდებული თარგმანი ზემოთ აღნიშნულ ენაზე განმცხადებლის მიერ საერთაშორისო განაცხადში დაცვის მოთხოვნით წარდგენილი გამოგონების უნებართვო ფაქტობრივი ან სავარაუდო გამომყენებლისათვის,ან

(iv) ექნება ადგილი (1) და (3), აგრეთვე II და III ქვეპუნქტებით მოცემულ ქმედებებს.

(3) ნებისმიერი აღნიშნული ქვეყნის ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ თუ, განმცხადებლის მოთხოვნით, საერთაშორისო გამოქვეყნება განხორციელდა პრიორიტეტის დღიდან 18 თვის გასვლამდე, მაშინ (1) პუნქტით გათვალისწინებული შედეგები ძალაში შევა პრიორიტეტის დღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ.

(4) აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ (1) პუნქტით გათვალისწინებული შედეგები ძალაში შევა მხოლოდ იმ თარიღიდან, როდესაც 21-ე მუხლის მიხედვით გამოქვეყნებული საერთაშორისო განაცხადის ასლი იქნება მიღებული აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული ან ასეთი სახემლწიფოსათვის მოქმედი უწყების მიერ. ამ უწყებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოაქვეყნოს მიღების თარიღი საკუთარ ბიულეტენშ