(1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზანია გამოიტანოს წინასწარი არასავალდებულო დასკვნა იმის თაობაზე, აქვს თუ არა განცხადებულ გამოგონებას სიახლე, საგამომგონებლო დონე (რომელიც არ უნდა იყოს ცხადი) და სამრეწველო გამოყენებადობა.

(2) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის, გაცხადებული გამოგონება ჩაითვლება ახლად, თუ მას სიახლეს არ უკარგავს არსებული ტექნიკის დონე, როგორც ეს განსაზღვრულია ინსტრუქციით.

(3) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის, გაცხადებული გამოგონება საგამომგონებლო დონის მქონედ განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც, ინსტრუქციის შესაბამისად განსაზღვრული ტექნიკის დონის გათვალისწინებით, დადგენილი შესაბამისი თარიღისათვის იგი არ არის ცხადი დარგის სპეციალისტისათვის.

(4) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის, გაცხადებული გამოგონება განიხილება სამრეწველო გამოყენებადობის მქონედ, თუ ის თავისი არსით შეიძლება დამზადდეს ან გამოყენებული იქნეს (ტექნოლოგიური მნიშვნელობით) მრეწველობის ნებისმიერ დარგში. “მრეწველობა” გაიგება ფართო მნიშვნელობით, როგორც ეს განსაზღვრულია სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციით.

(5) ზემოაღწერილი კრიტერიუმები ემსახურება მხოლოდ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებს. ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ან განსხვავებული კრიტერიუმები ამ სახელმწიფოში გაცხადებული გამოგონების პატენტუნარიანობის დასადგენად.

(6) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დროს გასათვალისწინებელია საერთაშორისო ძიების ანგარიშში მოყვანილი ყველა დოკუმენტი. შესაძლებელია კერძო შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტის გათვალისწინებაც.

* Mutatis mutandis - შესაბამისი ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებ