(1) (a) (b) ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, საერთაშორისო ბიურომ და საერთაშორისო ძიების უფლებამოსილმა ორგანოებმა საერთაშორისო განაცხადამდე არ უნდა დაუშვან არც ერთი პირი ან ორგანო განაცხადის გამოქვეყნებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებელი ამას თავად მოითხოვს ან თავად დართავს ნებას.
(b) (a) ქვეპუნქტის პირობები არ გამოიყენება საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნილი მასალებისათვის, მე-13 მუხლის მიხედვით გადაგზავნილი მასალებისა და 20 მუხლით გათვალისწინებული მიმოწერისათვის.
(2) (a) არც ერთმა ეროვნულმა უწყებამ საერთაშორისო განაცხადამდე არ უნდა დაუშვას მესამე პირები, თუკი ამას თავად განმცხადებელი არ მოითხოვს ან ნებას არ დართავს, ვიდრე არ დადგება ქვემოთ მითითებულთაგან ყველაზე ადრინდელი შემდეგი თარიღი:
(i) საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო გამოქვეყნების თარიღი,(ii) მე-20 მუხლის მიხედვით საერთაშორისო განაცხადის ასლის გზავნილის მიღების თარიღი,(iii) 22-ე მუხლის მიხედვით საერთაშორისო განაცხადის მიღების თარიღი.
(b) (a) ქვეპუნქტის მოთხოვნები არ უკრძალავს ეროვნულ უწყებას მესამე პირისათვის იმის შეტყობინებას, რომ ის იყო აღნიშნული, ან ასეთი ფაქტის გამოქვეყნებას. მაგრამ, ასეთი შეტყობინება ან გამოქვეყნება უნდა შეიცავდეს მხოლოდ შემდეგს: მიმღები უწყების ამოსაცნობ მონაცემებს, განმცხადებლის სახელს, განაცხადის წარდგენის საერთაშორისო თარიღს, საერთაშორისო განაცხადის ნომერს და გამოგონების დასახელებას.
(c) (a) ქვეპუნქტის მოთხოვნები არ უკრძალავს აღნიშნულ უწყებას დაუშვას საერთაშორისო განაცხადამდე სასამართლო ორგანოები.
(3) (2)(a) პუნქტის მოთხოვნები ძალაშია ნებისმიერი მიმღები უწყებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება გადაგზავნებს 12(1) მუხლის მიხედვით.
(4) ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი “დაშვება” მოიცავს ნებისმიერ საშუალებას, რომლითაც მესამე პირებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია, მისი ინდივიდუალური გაცვლისა და ჩვეულებრივი გამოქვეყნების ჩათვლით, თუმცა არც ერთმა ეროვნულმა უწყებამ არ უნდა გამოაქვეყნოს საერთაშორისო განაცხადი ან მისი თარგმანი ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო გამოქვეყნებამდე ან პრიორიტეტის თარიღიდან 20 თვის გასვლამდე, თუ საერთაშორისო გამოქვეყნებას ადგილი არ ჰქონია პრიორიტეტის თარიღიდან 20 თვის გასვლამდე.
საერთაშორისო წინასწარი ექსპერტი