უფლებამოსილი ორგანოს პროცედურა

(1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოს პროცედურა წესრიგდება ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მოთხოვნებით, აგრეთვე ხელშეკრულებით, რომელსაც ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის თანახმად დადებს საერთაშორისო ბიურო ზემოთ დასახელებულ ორგანოსთან.

(2) (a) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს უფლება იქონიოს ზეპირი ან წერილობითი კავშირი საერთაშორისო ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოსთან.

(b) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს უფლება შეიტანოს ცვლილებები გამოგონების ფორმულაში, აღწერილობასა და ნახაზებში, დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში, ვიდრე არ იქნება მომზადებული საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიში. ცვლილებები არ უნდა გასცდეს საერთაშორისო განაცხადში არსის გახსნის იმ ფარგლებს, რა ფარგლებითაც ის იყო განცხადებული.

(c) განმცხადებელმა უნდა მიიღოს სულ მცირე ერთი წერილობითი დასკვნა მაინც საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოსაგან, თუკი ეს ორგანო განიხილავს და დაადგენს რომ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

(i) გამოგონება აკმაყოფილებს 33(1) მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს,(ii) საერთაშორისო განაცხადი შეესაბამება ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მოთხოვნებს აღნიშნული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად,(iii) არ არის განზრახული რაიმე შენიშვნის წარდგენა 35(2) მუხლის ბოლო წინადადების მიხედვით.

(d) განმცხადებელს აქვს უფლება გასცეს პასუხი წერილობით დასკვნაზე.

(3) (a) თუ წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო ჩათვლის, რომ საერთაშორისო განაცხადი არ აკმაყოფილებს გამოგონების ერთიანობის მოთხოვნას, როგორც ეს გათვალისწინებულია ინსტრუქციით, მაშინ მას შეუძლია შესთავაზოს განმცხადებელს, რომ მან შეავიწროვოს გამოგონების ფორმულა თავისი შეხედულებით ისე, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, ან გადაიხადოს დამატებითი საფასურები.

(b) არჩეული სახელმწიფოს ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს რომ, როდესაც განმცხადებელი აირჩევს გამოგონების ფორმულის შევიწროებას, (a) ქვეპუნქტის მიხედვით საერთაშორისო განაცხადის ის ნაწილები, რომლებიც შევიწროების შედეგად აღარ შეიძლება იყოს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის საგანი, თუ ამ სახელმწიფოში ასეთი შედეგი დგება, უნდა ჩაითვალოს გატანილად, თუკი განმცხადებელმა არ გადაიხადა სპეციალური საფასური ამ სახელმწიფოს ეროვნულ უწყებაში.

(c) თუ განმცხადებელი არ შეასრულებს (a) ქვეპუნქტით მითითებულ შეთავაზებას დადგენილ ვადაში, მაშინ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოამზადოს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა საერთაშორისო განაცხადის იმ ნაწილების მიხედვით, რომლებიც მიიჩნევა, რომ ეხება მთავარ გამოგონებას და უნდა მიუთითოს შესაბამისი ფაქტები აღნიშნულ დასკვნაში. ნებისმიერი არჩეული სახელმწიფოს ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ, თუ მისი ეროვნული უწყების მიერ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოს შეთავაზება დაკმაყოფილებულადაა მიჩნეული, ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო განაცხადის ის ნაწილები, რომლებიც არ ეხება მთავარ გამოგონებას, ჩაითვლება გატანილად ამ ქვეყანაში დამდგარი შედეგების თვალსაზრისით, თუკი განმცხადებლის მიერ ამ უწყებისათვის სპეციალური საფასური არ იქნება გადახდილი,(4) (a) თუ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო ჩათვლის, რომ:

(i) საერთაშორისო განაცხადი ეხება ობიექტს, რომელზეც ინსტრუქციის თანახმად საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს არ მოსთხოვეს წინასწარი ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი გადაწყვეტს არ ჩაატაროს ასეთი ექსპერტიზა, ან

(ii) აღწერილობა, გამოგონების ფორმულა ან ნახაზები იმდენად ბუნდოვანია, ან, გამოგონების ფორმულის მუხლები სათანადოდ არ ეყრდნობა აღწერილობას, რომ არსობრივად მნიშვნელოვანი ვერანაირი დასკვნა ვერ იქნება გამოტანილი განცხადებული გამოგონების შესახებ სიახლეზე, საგამომგონებლო დონეზე (არა - სიცხადეზე) ან სამრეწველო გამოყენებადობაზე, მაშინ მითითებული უფლებამოსილი ორგანო არ განიხილავს 33(1) მუხლით მოცემულ საკითხებს და მიაწვდის განმცხადებელს ამ გადაწყვეტილებასა და მისი გამოტანის მიზეზებს.

(iii) თუ აღმოჩნდა, რომ (a) ქვეპუნქტით მითითებული რომელიმე გარემოება არსებობს მხოლოდ გამოგონების ფორმულის ცალკეულ მუხლებში ან მათთან დაკავშირებით, მაშინ აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ გამოგონების ფორმულის მიითებული მუხლებისათვი