(1) განმცხადებელს შეუძლია უარი თქვას რომელიმე ან ყველა სახელმწიფოს არჩევაზე.
(2) თუ უარი იქნება ნათქვამი ყველა სახელმწიფოს არჩევაზე, მაშინ მოთხოვნა გატანილად ჩაითვლება.
(3)(a) ნებისმიერი გატანა ან უარი ეცნობება საერთაშორისო ბიუროს.
(b) საერთაშორისო ბიურო შესაბამისად აცნობებს ასეთ არჩეულ უწყებას და შესაბამის საერთაშორისო წინსაწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს.
(4)(a) ქვეპუნქტის (b) პირობების გათვალისწინებით, მოთხოვნის გატანის ან მხარე სახელმწიფოს არჩევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოდან საერთაშორისო განაცხადი ჩაითვლება გატანილად, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული ამ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით.
(b) მოთხოვნის გატანისა და არჩევაზე უარის თქმის შემთხვევაში საერთაშორისო განაცხადი არ ჩაითვლება გატანილად, თუ ასეთი გატანა ან უარი განხორციელდა 22-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ვადის ამოწურვამდე; მიუხედავად ამისა, ნე ბისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია თავისი ეროვნული კანონმდებლობით გაითვალისწინოს, რომ ზემოაღნიშნული გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ მისი ეროვნული უწყება აღნიშნულ ვადაში მიიღებს საერთაშორისო განაცხადის ასლს, მის თარგმანთან (როგორც დადგენილია) ერთად და ეროვნულ გადასახად