კონფიდენციალური ხასიათი

(1) არც საერთაშორისო ბიურომ და არც საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილმა ორგანომ, განმცხადებლის თხოვნის ან ნებართვის გარეშე, მუხლის 30(4) არსის ფარგლებში და დათქმის გათვალისწინებით, არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი პირი ან უფლებამოსილი ორგანო, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მასალებთან, გარდა არჩეული უწყებებისა, ვიდრე საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება შედგენილი.

(2) პუნქტისა (1) და 36(1)_(3) და 37(3)(b) მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განმცხადებლის თხოვნის ან ნებართვის გარეშე, არც საერთაშორისო ბიურო და არც საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო არ იძლევა ინფორმაციას საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის გაცემა-გაუცემლობისა და მოთხოვნის გატანის ან ნებისმიერ არჩევაზე უარის თქმისა თუ ართქმის შესახე