და ნახაზების ცვლილება არჩეულ უწყებაში
(1) განმცხადებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დადგენილ ვადაში შეასწოროს გამოგონების ფორმულა, აღწერილობა და ნახაზები ყოველ არჩეულ უწყებაში. განმცხადებლის პირდაპირი თანხმობის გარეშე არც ერთმა არჩეულმა უწყებამ არ უნდა გასცეს პატენტი, ან არ უნდა თქვას უარი პატენტის გაცემაზე ასეთი ვადის ამოწურვამდე.
(2) ცვლილებები არ უნდა სცილდებოდეს საერთაშორისო განაცხადის წარდგენისას მასში გახსნილი არსის ფარგლებს, თუკი ამის საშუალებას არ იძლევა არჩეული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა.
(3) ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს არჩეული სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც ამ ხელშეკრულებით და ინსტრუქციით არ არის გათვალისწინებული.
(4) როდესაც არჩეული უწყება ითხოვს საერთაშორისო განაცხადის თარგმანს, ცვლილებები უნდა იყოს შესრულებული თარგმნის დადგენილ ენაზ