1. გამოგონების აღწერილობა განკუთვნილია გამოგონების ფორმულით განსაზღვრული დაცვის ფარგლების გასამყარებლად. გამოგონების აღწერილობაში იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების არსი და მისი განხორციელების შესაძლებლობა, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ.

2. გამოგონების აღწერილობაში მოცემული უნდა იყოს:

ა) გამოგონების დასახელება, რომელიც უნდა ემთხვეოდეს განცხადებაში მითითებულ დასახელებას;

ბ) ტექნიკის დარგი, რომელსაც მიეკუთვნება გამოგონება;

გ) ტექნიკის დონე იმ მოცულობით, რაც ცნობილია განმცხადებლისათვის;

დ) გამოგონების არსი;

ე) გამოგონებით მიღწეული შედეგი;

ვ) ფიგურების მოკლე აღწერა, თუ ნახაზები თან ერთვის განაცხადს;

ზ) გამოგონების განხორციელების დაწვრილებითი აღწერა.

3. გამოგონების არსიდან და ობიექტის აღწერის პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დასაშვებია გამოგონების აღწერილობის წარდგენა განსხვავებული სახით, თუ იგი უფრო ხელსაყრელია გამოგონების არსის გადმოსაცემა