1. პატენტის მიღების თაობაზე განცხადება წარდგენილი უნდა იყოს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განცხადების ბლანკით.

2. განცხადება ივსება ქართულ ენაზე ბეჭდური სახით.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლ(ებ)ის სახელს და გვარს (საერთაშორისო კოდი 71); იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდებას;

ბ) განმცხადებლ(ებ)ის მისამართს ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობის ქვეყნის კოდის მითითებით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით;

გ) მიმოწერის მისამართს საქართველოს ტერიტორიაზე, ადრესატის სრულ სახელს ან დასახელებას, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს;

დ) შესაბამის მითითებას, თუ განმცხადებელი იმავდროულად დამსაქმებელია;

ე) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი განაცხადის ნომერს (საერთაშორისო კოდი 31), პირველი განაცხადის შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 32), პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდს (საერთაშორისო კოდი 33);

ვ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოგონების გამოფენაზე ექსპონირების თარიღს (საერთაშორისო კოდი 23);

ზ) გამოგონების დასახელებას (საერთაშორისო კოდი 54);

თ) თუ განაცხადი წარდგენილია განმცხადებლის წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს (საერთაშორისო კოდი 74);

ი) მითითებას იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა გამოგონების შექმნა სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას;

კ) გამომგონებლის სახელს, გვარს და მისამართს მოქალაქეობის ქვეყნის კოდის მითითებით (საერთაშორისო კოდი 72);

ლ) საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში შესვლის შემთხვევაში, საერთაშორისო განაცხადის ნომერს და საერთაშორისო შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 86);

მ) გამოყოფილი განაცხადის შემთხვევაში, პირველი განაცხადის ნომერს და შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 62);

ნ) განაცხადის თანდართული საბუთების ნუსხას, სადაც მიეთითება ეგზემპლარებისა და გვერდების რაოდენობა.

4. დამატებითი მასალების არსებობის შემთხვევაში ისინი თან უნდა დაერთოს განცხადებას და მოხდეს მითითება მათ დანიშნულებაზე.

5. თუ განცხადების შევსებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მითითებულია, რომ განმცხადებელი იმავდროულად გამომგონებლის დამსაქმებელია, მაშინ განმცხადებელს არ ეკისრება დამატებით განმცხადებელსა და გამომგონებელს შორის დადებული ხელშეკრულების წარმოდგენის ვალდებულება.

6. ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი და ხელმოწერის დღით დათარიღებული განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის ან წარმომადგენლის მიერ და მიეთითოს ხელმომწერი პირის სრული სახელი და გვარი.

7. საგანაცხადო მასალებში ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზ