1. გამოგონების დაწვრილებით აღწერილობაში უნდა იყოს წარმოჩენილი გამოგონებით დასახული ტექნიკური ამოცანის გადაჭრის გზა.
2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება მოწყობილობას, დაწვრილებითი აღწერა უნდა შეიცავდეს მოწყობილობის აღწერას სტატიკაში ან/და დინამიკაში, ფიგურების და პოზიციების მითითებით. ამასთან, ციფრული აღნიშვნები სტატიკაში მითითებული უნდა იყოს მზარდი რიგითობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რიგითობის დარღვევა გამოწვეულია აუცილებლობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ხერხს, დაწვრილებითი აღწერა უნდა შეიცავდეს მონაცემებს მისი განხორციელებისათვის საჭირო მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და ჩატარების პირობების, პარამეტრებისა და რეჟიმების შესახებ. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს მონაცემები ხერხში გამოყენებული მოწყობილობებისა და მასალების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ფიზიკურ-ქიმიური ან კომპონენტების მექანიკური შერევის გზით მიღებულ ნივთიერებას, დაწვრილებითი აღწერა უნდა შეიცავდეს კომპონენტების ჩამონათვალს, ხოლო თუ მათი რაოდენობა გამოგონების არსებითი ნიშანია – ზღვრულ მნიშვნელობებს. ამასთან, თუ არსებით ნიშანს წარმოადგენს ცალკეული კომპონენტების მახასიათებელი, ამ შემთხვევაში დაწვრილებითი აღწერა ასევე უნდა შეიცავდეს ფიზიკურ მდგომარეობას, ზომებს და სხვა შესაბამის მონაცემებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ქიმიური გზით მიღებულ ნივთიერებას, დაწვრილებით აღწერაში, საჭიროების შემთხვევაში, მოყვანილი უნდა იქნეს სტრუქტურული ფორმულა, ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები და მისი მიღების ხერხი. ასევე, ქიმიური ნაერთის გამოყენების სფეროების და გამოყენების განხორციელების მონაცემები.
6. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება ნივთიერებას და შეუძლებელია ნივთიერებისათვის დამახასიათებელი ნიშნებით მისი აღწერა, დაწვრილებით აღწერაში შესაძლებელია მისი დახასიათება ხერხის საშუალებით.
7. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება პროდუქტის გამოყენებას, დაწვრილებით აღწერაში ნაჩვენები უნდა იყოს გამოგონებით დასახული მიზნის მისაღწევად პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობ