1. გამოგონების აღწერილობასა და გამოგონების ფორმულაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქიმიური ფორმულები.

2. ქიმიური ნაერთების ფორმულები უნდა დაინომროს. ამასთან, ერთი სახის ქიმიური სტრუქტურული ფორმულა ყოველთვის უნდა იყოს დანომრილი ერთი და იმავე ნომრით.

3. ქიმიური ფორმულის ჩაწერისას გამოყენებული უნდა იქნეს ელემენტების საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოები და ზუსტად მიეთითოს ელემენტებსა და რადიკალებს შორის კავშირებ