1. თუ განმცხადებელმა წარადგინა ისეთი ცვლილება/შესწორება ან/და განმარტებები, რომელზეც საქპატენტი ჩათვლის, რომ შესაბამისობაშია მოსაყვანი კანონთან ან ამ ინსტრუქციასთან, საქპატენტს უფლება აქვს ექსპერტიზის დასკვნის ან/და შეტყობინების საშუალებით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადის კანონთან ან/და ინსტრუქციასთან შესაბამისობაში მოყვანა შესაბამისი ცვლილების ან შესწორების შეტანის გზით ან მოსთხოვოს განმარტებების წარმოდგენა, ასეთი ცვლილების/შესწორების ან/და განმარტებების წარმოდგენიდან 2 თვის ვადაში.
2. საქპატენტის მოთხოვნის საპასუხოდ განმცხადებლის მიერ განაცხადში შესაბამისი ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს გამოგონების აღწერილობის ან/და ფორმულის შეცვლილი გვერდების წარდგენით.
3. განმცხადებელმა საქპატენტის მოთხოვნა უნდა შეასრულოს ექსპერტიზის დასკვნის ან/და შეტყობინების მიღების დღიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამ ვადაში პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საქპატენტი დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეწყვეტს განაცხადზე საქმის წარმოებას ან გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განმცხადებლის ნაწილობრივი ან/და დაუსაბუთებელი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, საქპატენტი 2 თვის ვადაში შეტყობინების საშუალებით განმეორებით უზუსტებს განმცხადებელს პირველადი მოთხოვნის შინაარსს და განმეორებით სთხოვს 2 თვის ვადაში მოთხოვნის შესრულებას. თუკი განმცხადებელი საქპატენტის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს მოთხოვნას, განაცხადზე საქმის წარმოება წყდება ან მიიღება უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებთან დაკავშირებით, განმცხადებელს ან/და საქპატენტის თანამშრომელს, რომელიც ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, უფლება აქვს მოითხოვოს ზეპირი განხილვის ჩატარება, რომელსაც ესწრებიან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
6. ზეპირი განხილვის ჩატარების მსვლელობის დროს დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ზეპირ განხილვაზე დამსწრე პირები.
7. საქპატენტს უფლება აქვს მიუთითოს განმცხადებელს, თუ კონკრეტულად რომელი ცვლილება ან/და შესწორებაა შესატანი განაცხადში, რათა იგი მოვიდეს შესაბამისობაში კანონთან და ინსტრუქციასთა