1. საქპატენტი განაცხადს აქვეყნებს პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე, ან 18 თვის გასვლამდე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისა და განაცხადის გამოქვეყნების საფასური, და საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქპატენტი მოქმედებს, როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, ან საგანაცხადო მასალების უცხო ენაზე შეტანის შემთხვევაში, წარმოდგენილია განაცხადის ქართული თარგმანი.

2. განაცხადის გამოქვეყნება ხდება იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილ იქნა განაცხადის შეტანის დღეს ან ქართული თარგმანის წარმოდგენის დღეს.

3. საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში, განაცხადის შესახებ ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, და საგანაცხადო მასალებს (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) აქვეყნებს რეესტრშ