1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების გაგზავნის შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება არსობრივი ექსპერტიზის საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან.

2. არსობრივი ექსპერტიზის საფასურის შესაბამის ვადაში გადახდის შემთხვევაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას.

3. არსობრივი ექსპერტიზის საფასურის შესაბამის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილებ