გამოგონების აღწერილობის შესწავლისას, გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობის შეფასების მიზნით მოწმდება:
ა) შეიცავს თუ არა განცხადებული გამოგონების მასალები მითითებას გამოგონების ობიექტის დანიშნულებაზე;
ბ) შესაძლებელია თუ არა გამოგონების იმ სახით განხორციელება, რა სახითაც არის დახასიათებული ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში, გამოგონების აღწერილობის დახმარებით ან პრიორიტეტის თარიღამდე ცნობილი მეთოდებით და/ან საშუალებებით;
გ) განაცხადის მასალებიდან (გამოგონების აღწერილობა, ფორმულა, ნახაზები) ნათლად დასტურდება თუ არა დასახული ამოცანის მიღწევის შესაძლებლობა;
დ) განაცხადში წარდგენილი ობიექტი ხომ არ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ კანონზომიერებებ