1. ძიების შედეგად შედგენილი ძიების ანგარიში, თანდართული ძიების ისტორიით, ასევე, სიახლისა და საგამომგონებლო დონის ექსპერტიზის, აგრეთვე, ინსტრუქციის 27-ე-33-ე მუხლების მიხედვით ჩატარებული შეფასების საფუძველზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა ეგზავნება განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში.

2. ძიების ანგარიშთან და ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განმცხადებელს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში უფლება აქვს:

ა) დაეთანხმოს დასკვნას;

ბ) წარმოადგინოს დასაბუთებული შეპასუხება;

გ) შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე მოითხოვოს ცვლილების შეტანა გამოგონების ფორმულაში.

3. განმცხადებლის დასაბუთებულ შეპასუხებასთან დაკავშირებით საქპატენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ საქპატენტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, განაცხადი ვერ მოვიდა შესაბამისობაში კანონთან ან ამ ინსტრუქციასთან ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, საქპატენტი იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.

4. თუ განმცხადებელმა წარმოადგინა ფორმულის შეცვლილი რედაქცია, რომელიც არ სცილდება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონების არსს, ექსპერტიზა გრძელდება გამოგონების ფორმულაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით.

5. თუ გამოგონების ფორმულაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გამოვლინდა ახალი მუხლ(ებ)ი, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზის სათანადო საფასური. ყოველი დამატებითი მუხლისთვის უნდა გაიცეს ახალი ძიების ანგარიში და ექსპერტიზის დასკვნა, თუ მათ მიმართ არ ჩატარებულა ძიება.

6. თუ განმცხადებელმა წარმოადგინა ფორმულის შეცვლილი რედაქცია, რომელიც სცილდება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონების არსს, წარმოდგენილი ცვლილება არ მიიღება მხედველობაში, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს.

7. საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ (უარყოფითი ან დადებითი) იმ შემთხვევაშიც, როცა ინსტრუქციის ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს პასუხ