1. საქპატენტს პატენტის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში. პატენტის შესახებ ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს უახლოეს ბიულეტენში. ბიულეტენში გამოქვეყნების დღეს პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი) აქვეყნებს რეესტრში და გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად.

2. საპატენტო სიგელი აღწერილობასთან ერთად აისახება ელექტრონულ სისტემაში. განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მოწმობა მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაშ