1. თუ გამოგონების აღწერილობაში ან ფორმულაში წარმოდგენილია რამდენიმე ობიექტი, განმცხადებელს უფლება აქვს ექსპერტიზის მსვლელობისას საკუთარი ინიციატივით დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს გამოყოფილი განაცხადი კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

2. გამოყოფილ განაცხადს უნარჩუნდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი.

3. გამოყოფილი განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების (დადებითი ან უარყოფითი) მიღებამდ