1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია პატენტზე გაიცეს დუბლიკატი.

2. პატენტის დუბლიკატის გაცემის თაობაზე განცხადება შეუძლია წარმოადგინოს პატენტის მფლობელმა ან წარმომადგენელმა შესაბამისი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

3. დუბლიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პატენტი ძალაშია.

4. დუბლიკატი გაიცემა საფასურის გადახდის დღიდან 1 თვის ვადაში.

5. პატენტის დუბლიკატი გაიცემა დამცავი დოკუმენტის სახით (საპატენტო სიგელი და პატენტის აღწერილობა) ამ დუბლიკატის გაცემის პერიოდისათვის მოქმედი ფორმით და ზემოთ მარჯვენა კუთხეში დასტურდება შტამპით „დუბლიკატი