1. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოებისას კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) განაცხადის განხილვის შეჩერება, ყოველ ჯერზე არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში განაცხადის განხილვის შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ განმცხადებელს კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს განაცხადის განხილვის შეჩერება. განაცხადის განხილვის შეჩერება არ იწვევს საფასურის გადახდის ვადის გახანგრძლივებას;

ბ) საქპატენტის შეტყობინებაზე ან ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვისა. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში აღნიშნული 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ განმცხადებელს კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება;

გ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა, რაც შესაძლებელია უფლების დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში;

დ) საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების (დადებითი ან უარყოფითი) გამოტანამდე, წარდგენილ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანა, თუ ეს ცვლილებები არ სცილდება განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნაზე საქპატენტს შეუძლია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. საქპატენტს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილება გამოაქვს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

4. განმცხადებლის მიერ პროცედურული ვადის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნის შემთხვევაში, პროცედურული ვადის ათვლა ჩერდება მოთხოვნილი ვადის გასვლამდე.

5. საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული უფლებების აღდგენის შესახებ მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული პროცედურული ვადის დარღვევის მიზეზთა აღმოფხვრიდან 2 თვის განმავლობაში. პროცედურული ვადის ამოწურვიდან 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მოთხოვნის წარმოდგენა აღარ არის შესაძლებელი. მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა