1. პატენტის მფლობელს უფლება აქვს კანონის 401 მუხლის საფუძველზე მოითხოვოს გაცემული პატენტის აღწერილობაში ცვლილებების შეტანა, მექანიკური შეცდომების გასწორების მიზნით.
2. განცხადებაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული ის მექანიკური შეცდომები, რომლებიც უნდა იქნეს გასწორებული და დასაბუთება, რომ ასეთი ცვლილებები ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი. ცვლილებამ არ უნდა გააფართოოს დაცვის ფარგლები.
3. საქპატენტი 1 თვის ვადაში განიხილავს განცხადებას და გამოაქვს გადაწყვეტილება:
ა) განცხადებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) განცხადებაში მითითებული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, საქპატენტს ერთი თვის ვადაში რეესტრის მონაცემებში შეაქვს შესაბამისი ცვლილება და იმავდროულად აქვეყნებს შეცვლილ საპატენტო მონაცემებს ბიულეტენში, რის შესახებაც ეცნობება პატენტის მფლობელს.
5. თუ მექანიკური შეცდომების გასწორება მოითხოვს მრავალი გვერდის შეცვლას, საქპატენტი ამზადებს და გასცემს ახალ შესწორებულ საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად.
6. თუ მექანიკური შეცდომების რაოდენობა უმნიშვნელოა, მაშინ პატენტში იცვლება მხოლოდ ის გვერდები, რომლებიც საჭიროებს შესწორებას. ყველა შეცვლილი გვერდი დასტურდება ბეჭდით და უკეთდება შესაბამისი მინაწერ