1. საქპატენტს პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო პატენტის აღწერილობას აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად, თუ არსებობს:

ა) საქპატენტის დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე;

ბ) ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ.

2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან პატენტის შესახებ მონაცემებს ადგენს საქპატენტი.

3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის საჯარო მონაცემებს.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023